LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

sarkozi

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვლის ინაუგურაციას საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სომხრეთის მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი დაესწრებიან.

ინაუგურაცია თელავში კვირას უნდა გაიმართოს, ღონისძიების დეტალები და ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოელ პარტნიორთა სიას აქვეყნებს.

განცხადება სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააკეთა და მან სტუმრებს მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება სომხეთის პრეზიდენტი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მოლდოვას ვიცე-პრემიერი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებების და გარემოს დაცვის მინისტრი, ბელარუსის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამერიკიდან სტუმარი გვეყოლება USAID-ის წარმომადგენელი და ასევე წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

საქართველო მადლობას უხდის ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს სტუმრობისთვის“, – განაცხადა თოთლაძემ.

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.

პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ, პრეზიდენტი და მიწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g