LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა ზაზა გახელაძის ოჯახი ორბელიანების სასახლეში მიიღო

76
178957368-6921976597819791-5055242278739381622-n

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ორბელიანების სასახლეში მიიღო. შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

“ცუდადაა ბიჭი, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ” – რას ყვება ყოფილი უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძის შესახებ

ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი სასჯელი დააკისრეს: მურად ჯიოევი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g