LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ცუდადაა ბიჭი, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ” – რას ყვება ყოფილი უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძის შესახებ

85
BeFunky-collage (1)

ყოფილი პატიმარი ყვება, რომ ის ზაზა გახელაძეს ფიზიკურად არ შეხვედრია, რადგან ის უკანონო სასჯელს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. ციხის პირველ სართულზე იხდიდა, ხოლო გახელაძე მესამე სართულზე იხდის.

თუმცა როგორც ბეღელურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადმოცემით იცის, გახელაძე შექმნილი მდგომარეობის გამო ძალიან ნერვიულობს.

“სოფელ ხელჩუაში დამაკავეს, ამიყვანეს ბაზაზე და ცხინვალში გადამიყვანეს. გახელაძე მესამე სართულზეა, მე პირველზე ვიყავი. შეხვედრები ვერ ხდებოდა. ცუდად არის ბიჭი, ნერვიულობითა, ცოლ-შვილი, მშობლები, მაგის დარდშია სულ. ვერ მოვასწარი მათთან საუბარი. ცუდად რომ არის ბიჭებისგან ვიცი” – აღნიშნა რამაზ ბეღელურმა ერგნეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ 2 თებერვალს გატაცებული რამაზ ბეღელური ქართულ მხარეს დღეს ერგნეთის საგუშაგოზე გადმოსცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g