ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, მურატ ჯიოევის განცხადებით, ზაზა გახელაძეს “ყველაზე მსუბუქი სასჯელი” დააკისრეს. როგორც მან “ეხო კავკაზასთან” საუბრისას თქვა, ქართული მხარე გახელაძის საქმეს პროპაგანდისა და მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის იყენებს.
ჯიოევმა ისიც თქვა, რომ “გახელაძე 2020 წლის ივლისში მიზანმიმართული და ღია პროვოკაციისთვის დააკავეს, მან ცეცხლსასროლი იარაღით დაარღვია საზღვარი და ცეცხლი გაუხსნა მესაზღვრეებს”. ჯიოევი გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებმაც დაგმეს გახელაძის პატიმრობა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
“საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ყოველ ჯერზე მოუწოდებენ სამხრთ ოსეთს, გამოავლინოს ჰუმანურობა, საქმეს ჰუმანიტარული პოზიციიდან უდგებიან. მაგრამ რატომღაც ასეთ ჰუმანურობას და პრინციპულობას არ იჩენენ, როცა საქმე სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდობას ეხება, რომლებიც 2008 წელს დაიკარგნენ, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ისინი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების ხელში იყვნენ და მათი კვალი ველურ ბუნებაში დაიკარგა”. – თქვა ჯიოევმა ეხო კავკაზასთან.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.

ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ