LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ შეწყალების წესი უნდა გამკაცრდეს

110
სალომე

იმის მიუხედავად, რა ფორმით იარსებებს შეწყალების კომისია, საბოლოო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიიღებს, – ინფორმაციას ამის შესახებ, პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი 6 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს.

„შეწყალების აქტი პრეზიდენტისთვის წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებას. სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე კომისიის დაკომპლექტების საკითხს. შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, რომლითაც პრეზიდენტი მსჯავრდებულს აძლევს რესოციალიზაციის საშუალებას. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ შეწყალებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისათვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი,” – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის დაკომპლექტებას დიდი სიფრთხილით ეკიდება. მოისწრაფიშვილის განცხადებით, საჭიროა, კომისიის წევრები დაკომპლექტდნენ პროფესიული კადრებით.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, შეწყალების წესი უნდა იყო ისეთი, რომ შეწყალების კომისიისადმი საზოგადოებაში ნდობა ამაღლდეს.

„თუ რა ფორმით იარსებებს კომისია, იქნება ის სხვა სტრუქტურულ ერთეულში თუ დარჩება კვლავ პირვანდელი სახით, მისი გადაწყვეტილება მაინც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამდენად, პრეზიდენტი არის და იქნება ჩართული შეწყალების საქმიანობაში და კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საკითხის ზედმიწევნით შესწავლის პირობებში მოხდება,“ – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g