LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალვადორის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას სელფი გადაიღო

157
el-salvador

სალვადორის პრეზიდენტმა, 38 წლის ნაიბ ბუკელემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი პირველი გამოსვლა სელფის გადაღებით დაიწყო. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციის, ქვეყნის მეთაურმა შეკრებილებს ერთი წამით მოცდა სთხოვა, ტელეფონი ამოიღო და სელფი გადაიღო.

„დამიჯერეთ, ამ სელფის უფრო მეტი მნახველი ეყოლება ვიდრე ჩემ გამოსვლას მსმენელი“, – განაცხადა ბუკელემ.

სალვადორის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს თავის გამოსსვლაში მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი გააკეთონ მოუწოდა გაეროს, რომ დროებით შეიცვალოს და მსოფლიო ლიდერებმა თავიანთი ქვეყნების ახალგაზრდობისთვის.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ბუკლემ ფოტო ტვიტერში ატვირთა და ერთ საათში  7 000 ლაიქზე მეტი დააგროვა.

“შეიძლება რამდენიმე წელიწადში, ათასობით ჩვენგანს, აღარ მოუწიოს აქ, ამ შენობაში ყოფნა”- აღნიშნა სალვადორის პრეზიდენტმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g