LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამ დღეში ერთხელ მოგვეწოდება” – დედოფლისწყაროში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

74
ujipu

დედოფლისწყაროს მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრთან შეიკრიბა.

პროტესტის მიზეზი წყლით მომარაგების კიდევ უფრო გაუარესებაა.

„სამ დღეში ერთხელ მოგვეწოდება წყალი. 5-6 საათი მოდის და თან ისეთი წნევით, რომ სარეცხის მანქანასაც კი ვერ ვრთავთ. რომ დაცხება, წყლის მარაგი უფრო შემცირდება და უარეს დღეში აღმოჩნდება მოსახლეობა. ყველას ხომ არ აქვს საშუალება, წყალი მაღაზიაში შეიძინოს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაერთიანებული წყალმომარაგების დედოფლისწყაროს სერვისცენტრში კი აცხადებენ, რომ ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ სამრეკლოსა და ხორნაბუჯის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით პროექტი ივლისიდან განხორციელდება.

„სამწლიანი პროექტია და მდინარე იორიდან მოხდება წყლის ამოქაჩვა. სამუშაოები ივლისიდან დაიწყება, მანამდე კი მოსახლეობას პრობლემურ უბნებში წყალმზიდებით მივაწვდით წყალს“, – განაცხადა სერვისცენტრის ხელმძღვანელმა სიმონ ყოჩიაშვილმა.

 

 

ფოტო: რადიო თავისუფლება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები