LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამაჩაბლოს გმირებზე აკეთებდა სიმღერას და წინ გოდება დაურთო. გოდებას რომ წაიმღერებდა, დემეტრე ტიროდა. ვუთხარი, რომ ჩამოხვალ, მე ბავშვს გავიყვან და შენ სიმღერა ისე გააკეთე- მეთქი და ვეღარ ჩამოვიდა“.. – თეონა ქუმსიაშვილის დედა

654
თეონა ქუმსიაშვილი

28 იანვარს თეონა ქუმსიაშვილი 41 წლის გახდებოდა. თეონას მეგობარი, მომღერალი დათო კენჭიაშვილი გამომწერებს თეონას შესახებ გადაღებულ ვიდეოს უზიარებს.

„თეო, იყო თვითნაბადი ნიჭის, შეგრძნებით აკეთებდა სიმღერებს და აუცილებლად უნდა იცოდეს ჩვენმა ქვეყანამ ვინ არის თეოს დედიკო, ქალბატონი ანასტასია, ჩვენ მის დედიკოს სიონში ვესტუმრეთ …“ , – ამბობს დათო კენჭიაშვილი.

მომღერლის დედა იხსენებს, როგორ მუშაობდა თეონა მის ბოლო სიმღერაზე.

„სამაჩაბლოს გმირებზე აკეთებდა სიმღერას და წინ გოდება დაურთო. გოდებას რომ წაიმღერებდა, ბავშვი, დემეტრე ტიროდა. ვუთხარი, რომ ჩამოხვალ, მე ბავშვს გავიყვან და შენ სიმღერა ისე გააკეთე- მეთქი და ვეღარ ჩამოვიდა..

ცოცხალი რომ იყოს, გამიბრაზდებოდა, ჩემზე არ ილაპარაკოო, მეტყოდა, ძალიან თავმდაბალი იყო. ახლა ვაქებ, აღარ არის და აღარ გამიბრაზდება“, – ამბობს თეონას დედა.

გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს: „41-ე დაბადების დღეს გილოცავ იმიერში ჩემი დარდის, ფიქრის და ტკივილის მიზეზო… ჩემი არსების ნაწილო…“

ცნობისთვის, თეონა ქუმსიაშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად 2010 წელს, 22 ივლისს მუცოს ხეობაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

შემთხვევის დროს ჯიპის მარკის ავტომობილი გზიდან გადავიდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა. ავარიას სულ 7 ადამიანი შეეწირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g