LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი: „ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადება დააანონსა, საზოგადოებას უთხრა, რომ ზელენსკის მხარდაჭერის გამო ზურაბიშვილის კონსტიტუციურ შევიწროებას იწყებს – რეაქციაც ადეკვატური იქნება

174
FORTUNA.GE (26)

პარლამენტის დეპუტატი, „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ „ოცნებამ“ დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მზადება დააანონსა და საზოგადოებას უთხრა, რომ ზელენსკის მხარდაჭერისა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირების გამო სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციურ შევიწროებას იწყებს.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება.

რომან გოცირიძე: „ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა, მთავარ კუდიანად გამოცხადებული ჰყავთ ქალბატონი ზურაბიშვილი

„დღეს „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაჟღერებული ინიციატივა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს მიეცეს შესაძლებლობა, წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი, გააჩენს მაღალ მოლოდინს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით.

არა ბატონებო და ქალბატონებო, თქვენი ხელისუფლების პირობებში ამ განაცხადთან დაკავშირებით მაღალი მოლოდინი რომ ჰქონდეს ვინმეს, ალბათ ეს ძალიან დიდი სიბრიყვე იქნებოდა მათი მხრიდან, ამიტომ არავის არანაირი მოლოდინი წარმატებასთან დაკავშირებით თქვენი ხელისუფლების პირობებში, ცხადია, არ შეიძლება ჰქონდეს.

ამიტომ, დღეს, როდესაც დააანონსეთ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის მზადება, იძულებული ვარ, შეგახსენოთ, რომ დღეს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას უთხარით, რომ იწყებთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ შევიწროებას და დევნას, იმის გამო, რომ მან ქართველ ხალხთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადა, პარლამენტის წინ მოედანზე;

ასევე იმისთვის, რომ ის შეხვდა პრეზიდენტ მაკრონს, პრეზიდენტ მიშელს; იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე, ევროკავშირში გაწევრიანების მომავალზე ესაუბრა და იმისათვის, რომ გაბედა და დააფიქსირა უკრაინის მხარდაჭერის ის პოზიციები, რაც სრულ აცდენაშია „ქართული ოცნების“ პოზიციებთან, მაგრამ სინქრონიზირებულია ცივილიზებული მსოფლიოს და დასავლეთის პოზიციებთან. ამიტომ თქვენი დღევანდელი განცხადება პოლიტიკურ ისტორიაში ასე შევა და რეაქციაც შესაბამისად ადეკვატური იქნება, ამიტომ არა, არანაირი მოლოდინი არავის თქვენს წარმატებასთან დაკავშირებით ცხადია, არ აქვს”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი” – პრემიერი განმარტავს, რატომ უთხრეს ზურაბიშვილს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას კრიტიკული განცხადებით უპასუხა და განაცხადა, რომ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნაზე. მმართველი პარტიის შეფასებით, პრეზიდენტის ეს განცხადება ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით.

ამასთან, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს აკრიტიკებს განხორციელებულ ვიზიტებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა და ამაზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებელია.

პაატა მანჯგალაძე: როდესაც რუსული აგრესიის საფრთხე რეალურია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებენ, რაც წარმოუდგენელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები