ლონდონში, ჯორჯ და ამალ კლუნის საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით, The Albies-ის გალა-საღამო გაიმართა. ღონისძიებას, როგორც მოსალოდნელი იყო, თავად მასპინძლები, ჯორჯ კლუნი და მისი მეუღლე, უფლებადამცველი ამალ კლუნი დაესწრნენ.
დაჯილდოების ცერემონიალზე ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი როგორც ყოველთვის, ხელიხელჩაკიდებული პოზირებდნენ. საოცრად დახვეწილი გახლდათ ამალის კაბა. ეს იყო „ვერსაჩეს“ ყავისფერი გრძელი კაბა, რომელსაც მომცრო ზომის შლეიფი ამშვენებდა. ჯორჯმა არჩევანი კლასიკურ კოსტიუმზე შეაჩერა, „ლუქს“ კი ბაფთა შეუხამა.
„შეხედეთ მის ფეხებს“ – ჯორჯ და ამალ კლუნების გრაციოზული გამოჩენა
ჯორჯ კლუნი და მისი ულამაზესი მეუღლე ამალი, საქველმოქმედო საღამოზე ბრწყინავდნენ

