სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ წევრები ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე ავრცელებს.
„იმედზე“ გასული ბოდვის გამო ახლახან დააკავეს ჩვენი წევრები – ვეფხო კასრაძე და ვასო კაძელაშვილი“, – წერს საბა ბუაძე.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, რამაზ ფევაძის ადვოკატის, ლაშა თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დაკავების მომენტში „პირადი ნივთები, მათ შორის ოქროს ჯვარი, მობილური და საფულე მოპარეს“. ამასთან ადვოკატის თქმით, ფერაძე აქციას მშვიდობიანად აპროტესტებდა, მისი დაკავების დროს კი მასზე ძალადობას ჰქონდა ადგილი და დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აღენიშნება.
ცნობისთვის, „იმედმა“ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც, მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ „ლელოს“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვეფხვია კასრაძე და ამავე პარტიასთან დაახლოებული პირი ვასილ კაძელაშვილი ძალადობრივ გეგმებზე საუბრობენ.
„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს
„ჩემთან პოლიციაა მოსული“ – ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა