სამართალდამცავებმა განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ერთ-ერთს პირადი ჩხრეკისას 24 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს. მეორეს ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი“ და მუყაოს ფირფიტა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 1,6547 გრამ „მდმა“-ს შეიცავს.
შს სამინისტროს ცნობით, ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული.