დღეს დილით, სამართალდამცავებმა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისის გაქურდვის მცდელობა აღკვეთეს.
მობილური ტელეფონების მოპარვის მცდელობის ფაქტზე უკვე დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 დეკემბერს მოქალაქეები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე “ჯეოსელის” ოფისში მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ.
გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.