LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენეს

255
ele

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს უფლებამოსილება ბორდმა შეუწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს და ამბობს, რომ მათ ბორდის თავმდჯომარე თამარ სართანიამ ეს ყველაფერი დაუდასტურა.

ეს არის რეალობა, რაც არ უნდა მძიმე იყოს - ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი პარალელურ დათვლაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის პირველად ანგარიში არაზუსტია

არ ვიცი ვინ გითხრათ, რომ ეს ბორდის გადაწყვეტილებაა, მაგრამ დანარჩენი შემიძლია, დაგიდასტუროთ. დანარჩენ დეტალებზე ხვალ ბრიფინგზე ვისაუბრებთ”, – ამბობს სართანია.

ასევე, ფორმულას ინფორმაციით, თავად ნიჟარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ორგანიზაციის ხმაურიანი გადაწყვეტილება – 11 დეკემბერს მათ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები გამოაქვეყნეს, სადაც მონაცემები ქართული ოცნების სასარგებლოდ იყო შეცვლილი. 

სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ შეცდომა პროგრამაში არასწორმა ფორმულამ გამოიწვია.

 

magti 5g