LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ: მიხეილ სააკაშვილი

130
Capture-26

“სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ „ბიძინა ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა და გააუბედურა ქვეყანა.

„ნიკას და ჩვენი ყველას სამოქმედო გეგმა კანონისა და სამართლის სადარჯოზე ყოფნაა. სამართლიანობას ფეხქვეშ თელავენ. მხოლოდ ის ერები არიან წარმატებული, რომლებსაც შეუძლიათ ძალმომრეობის შეკავება, უსამართლობის წინაღმდეგ ბრძოლა. ივანიშვილის გეგმა დღესავით ნათელია, ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველი შეიძლება იყოს ან ციხეში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ამ სიტუაციაში ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ერთიანობა გადაიზარდოს იმაში, რაც საქართველოს მოსახლეობამ გასული წლის ოქტომბრის არჩევნებზე თქვა. ამ დღეებში გვავიწყდება და ხშირად არ ვახსენებთ ოქტომბრის არჩევნებს. საქართველოს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რადგან მან არჩევნები მოიპარა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g