სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტებია:
- ჰიერა – პროექტის მიზანია, შეცვალოს ინტერიერის დიზაინერსა და კლიენტს შორის თანამშრომლობის მოდელი. შეიქმნება ერთიანი ციფრული სივრცე, რომლის მეშვეობითაც დიზაინერი შეძლებს გააზიაროს კლიენტთან სამუშაო ფაილები (რენდერები, ნახაზები, მუდბორდები, ხარჯთაღრიცხვა) და მიიღოს უკუკავშირი, რომელიც არ დაიკარგება.
- გეოფაერ ახალციხე – სტარტაპის მიზანია ხანძრის ამომცნობი და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნა, რომელიც RGB და თერმული კამერების და ხელოვნური ინტელექტის (computer vision) გამოყენებით შეძლებს ხანძარსაშიში კერების უწყვეტ მონიტორინგს, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში კი მის მომენტალურ აღმოჩენას და ხანძრის ადგილის კოორდინატების გამოგზავნას.
რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.