LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა თუშეთში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

126
omalo-zvavi-w-h

სამდღიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა თუშეთში, ზვავში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს.

სამძებრო სამუშაოები ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მიმდინარეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა.

„მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი. საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა.

ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის გამეორების საფრთხე. გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში სამი დღის წინ შემოვიდა.

ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთი, სხვადასხვა დაზიანებით, გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მეორე, დაკარგულ მოქალაქეს დღემდე ეძებდნენ. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g