LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს: ნედ პრაისი

335
ნედ პრაისი

გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი მეგობრების გვერდით. „გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g