სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოს ეკლესიისთვის გადაცემის ცერემონია გაიმართება.
14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელ პარაკლისს გადაიხდის.