LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამედიცინო ცენტრმა „ციტო“ ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხეს კონფერენცია მიუძღვნა

127
კონფერენცია

„ანტიბიოტიკორეზისტენტობა – მომავალი პრობლემების პირისპირ“ – ამ სახელწოდებით გაიმართა კონფერენცია თბილისში, რომლის ორგანიზატორიც სამედიცინო ცენტრი „ციტო“ იყო.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მზარდი საფრთხეა. ანტიბიოტიკების არარაციონალურმა და არამიზნობრივმა გამოყენებამ გაზარდა ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების რაოდენობა, რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ ახლო მომავალში არსებული ანტიბიოტიკები არაეფექტური გახდება და გაიზრდება ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული გართულებების რისკი.

კონფერენციაზე ორგანიზატორებმა და მოწვეულმა სპიკერებმა იმსჯელეს ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს არსებული მდგომარეობა, ისაუბრეს რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის უპირატესობაზე. აგრეთვე, რა გავლენას ახდენს არამიზნობრივი ანტიბიოტიკოთერაპია კლინიკურ გამოსავალზე, ხარისხიანი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე AMR მართვის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია EUCAST (ანტიბიოტიკორეზისტენტობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მიერ მოწოდებული სტანდარტით ხელმძღვანელობა ლაბორატორიული დიაგნოსტირებისას და შემდგომი მკურნალობის პროცესში.

AMR მართვის, ლაბორატორიული დიაგნოსტირებისა და შემდგომი მკურნალობის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება ხარისხიან ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას და EUCAST-ის (ანტიბიოტიკორეზისტენტობის ტესტირების ევროპული კომიტეტი) მიერ მოწოდებული სტანდარტით მუშაობას. ანტიმიკრობული პრეპარატების რაციონალური გამოყენების და მართვის არსებული პროგრამა განისაზღვრება, როგორც AMR-ის დაძლევის უმნიშვნელოვანესი სტრატეგია, თუმცა კონკრეტული სიტუაციის დროს შესაბამისი ინტერვენციების შერჩევა კვლავ გამოწვევად რჩება.

(R)

magti 5g