„სამეფო კარის თამაშების“ ფანები აქტიურად განიხილავენ სერიალის ბოლო ეპიზოდს და თიზერს, რომელსაც HBO წინასწარ ავრცელებს. ამჯერად განსჯის ობიექტი გახდა ფინჯანი ყავა, რომელიც მოულოდნელად კადრში გაიპარა ამ თემაზე სოციალურ ქსელში უამრავი კომენტარი დაიწერა. „სტარბაქსის“ ყავა ისტორიული დრამის იმ მომენტში ჩანს, სადაც ემილია კლარკის და ჯონ სნოუს გმირები ჩანან.
რატომ და როგორ აღმოჩნდა „სტარბაქსის“ ყავა საკულტო სერიალის ახალ ეპიზოში უცნობია. სერიალის შემქმნელებს ჯერ ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.