სამეგრელოში, კერძოდ კი, ხობში 12 წლის არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 40 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ძალადობის მსხვერპლის ოჯახის ახლობელია.