LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამგორი-ლილო-აეროპორტი: მიწისზედა მეტროს პროექტი მზად წლის ბოლოს იქნება

3124
20190130150658

სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის პროექტირების ტენდერის გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოვლინდება – ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტი მზად წლის ბოლოსთვის იქნება. შემდეგი ეტაპი კი მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადებაა.

„იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, –  განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან მერმა მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე ისაუბრა, რომელიც დედაქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტი იქნება. გეგმის შესყიდვაზე მერია ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითთა, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების გადაადგილებას. ასევე, შემუშავდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ველობილიკების, ინკლუზიური  საფეხმავლო ბილიკების თანამედროვე სტანდარტები. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები