სამგორის რაიონში №196 საბავშვო ბაღს აღდგენა-რეკონსტრუქცია უტარდება. აღნიშნული ბაღი ვარკეთილი 3-ის IV მ/რ-ში მდებარეობს. სამუშაოები დღეს სამგორის რაიონის გამგებელმა, გიორგი ბაგრატიონმა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორთან, თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ამ ეტაპზე ავარიულ ფლიგელს აღდგენა-გამაგრება-რეკონსტრუქცია უტარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება. სამუშაოების დასრულების შემდეგ 16 ჯგუფიან ბაღს კიდევ 4 ახალი ჯგუფი დაემატება. 196-ე ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 464 000 ლარს შეადგენს. აღდგენითი სამუშაოები ამავე რაიონში, №143 საბავშვო ბაგა-ბაღშიც მიმდინარეობს.