უკვე მესამე წელია პატარა გიგა ბოგვერაძე რეანიმაციაში ცხოვრობს. მისი ჯერ კიდევ დაუზუსტებელი დიაგნოზი სპინალური ატროფიაა. ამ მძიმე დაავადების მკურნალობა საქართველოში არ ხდება. პატარა გიგა, კლინიკის კედლებში, 24 საათს მშობლების მოლოდინში ატარებს.
ოჯახის მთავარი მიზანი და ოცნება ბავშვის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანაა, მკურნალობა კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება და ბავშვის პენსიაა. ეს თანხა კვებისთვისაც არ ყოფნით. როგორც გიგას მამა ვანო ბოგვერაძე ამბობს, მას და მის მეუღლეს ბევრჯერ მშიერს დაუძინიათ, რომ ბავშვებისთვის საჭმელი არ მოეკლოთ.
ბავშვის მდგომარეობა თანდათან უარესდება, თუმცა ოჯახი იმედს არ კარგავს და კეთილი ხალხის დახმარებას ელოდება. მათ უმცროსი ქალიშვილიც ჰყავთ და, როგორც ამბობენ, პატარა ნია, დარდს უმსუბუქებს.
ვანო დიდუბის ავტოსადგურზე ბურბუშელას და ბანანს ყიდის, ხანდახან, როდესაც ბურბუშელას არავინ ყიდულობს იძულებული ხდება მოწყალებაც ითხოვოს. როგორც თავად ამბობს, ყველა სირთულის დაძლევაში შვილებზე ფიქრი ეხმარება.
გიგას თურქეთში გადაყვანა ჯანდავის სამინისტრომ ნაწილობრივ დააფინანსა, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი კვლავ შესაგროვებელია.
ჩვენს მიერ მომზადებულ სიუჟეტში გამოყენებულია “დედების ფონდის” ვიდეომასალა.
თი-ბი-სი ფეის აპარატებში ვირჩევთ “სხვადასხვა” – “ქველმოქმედება” – “დედების ფონდი”
სხვა აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება – იურიდიული პირი – პირადი ნომერი 01003016433 – დაბადების თარიღი 05.08.1986 – ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი (გააჩნია რომელ ბანკში რიცხავთ).
საიდენტიფიკაციო კოდი: 400178419
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :დედების ფონდი
საქართველოს ბანკი : GE46BG0000000689979800
თიბისი ბანკი: GE17TB7174136080100007
ხალიკ ბანკი: GE08HB0000000000473608
ლიბერთი ბანკი: GE22LB0115121073654001
ტერა ბანკი : GE61KS0000000360801210
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან – 0901700483. ღირბულება 1 ლარი.
