LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო: ილონ მასკის SpaceX -ი საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს

192
ილონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაცებისა და ტექნოლოგიები სააგენტოსა(GITA) და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შედეგად, ქართულ სტარტაპებს ექნებათ შესაძლებლობა მოიზიდონ ინვესტიციები ფონდიდან და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.

აღნიშნული შეთანხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის აშშ-ში საქმიანი ვიზიტისას შედგა.

მასთან ერთად, აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, შეხვედრები გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორთან Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან.

ასევე, სან-ფრანცისკოში, 500 Startups-ის პროგრამის Showcase Day შედგა, სადაც 500 Georgia პროგრამის მონაწილე ოთხი სტარტაპი – Payze • ფეიზი, Agrolabs, Cardeal.ge და Cargon • კარგონი, აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად, უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

საქართველოში დატა ცენტრების გახსნისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა Oracle-თან. აღნიშნული ინიციატივა ქართველ IT სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს დასაქმდნენ ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში, ხოლო ქართული სტარტაპები შეძლებენ ჩაერთონ Oracle-ის აქსელერაციის პროგრამაში.

ამავე ვიზიტის შედეგად, SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართვის თაობაზე. შესაბამისად, განიხილება საქართველო როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან განიხილება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება.

SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები