LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო მობილიზებული იყო და ყველა ის პროცედურა ჩაუტარდა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის იყო საჭირო: ტიკარაძე ლექსო ლაშქარავაზე

60
ეკატერინე ტიკარაძე

 „ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო მობილიზებული იყო და ყველა ის პროცედურა ჩაუტარდა, რაც მისი ჯანმრთელობისთვის იყო საჭირო,“– ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას – თუ რა მდგომარეობაში იყო ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, როდესაც ის კლინიკიდან გაწერეს და ხომ არ იყო მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლა ნაადრევი.

მისი თქმით, ასეთ დროს ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მობილიზებულია და ზოგადად  ყველა ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, განურჩევლად მისი ასაკის, სქესისა თუ პროფესიული მოღვაწეობისა.

როგორც ტიკარაძე „დღის კურიერში“ განაცხადა, ამ შემთხვევაში კი, ყველა ის ადამიანი, რომელიც 5 ივლისის დღეს იყო  დაზარალებული, კონტროლის ქვეშ იყო ჯანდაცვის სამინისტროსგან.

„ჩვენ დამატებით შევისწავლეთ რეგულირების სააგენტოს მხრიდან კლინიკაში მიმდინარე პროცესები და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკის მხრიდან პაციენტი სწორად მართული იყო.

მას შესვლისთანავე ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, გაეწია შესაბამისი მკურნალობა 3 დღის მანძილზე. განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ კი, მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით, პაციენტს მკურნალობა უკვე ბინაზე შეეძლო.

12 ივლისს კი, მას განმეორებითი კონტროლი ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, ის უკვე ექიმთან ვეღარ მივიდა. რა თქმა უნდა, ვერავინ ვიქნებით ძალადობის მომხრე, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების საუკუნეში, ყველამ შევძლოთ და ერთმანეთთან ცივილური კომუნიკაცია მოვახდინოთ,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g