LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო: მოვუწოდებთ კონსორციუმს უმოკლეს დროში წარადგინოს კონტი ჯგუფის ჩანაცვლების გეგმა

140
პორტი-ანაკლია

ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” მიერ, ანაკლიის კონსორციუმის დატოვებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.

უწყებაში ამბობენ, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან, რომელიც აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო “ანაკლიის კონსორციუმს”  მოუწოდებს, უმოკლეს ვადებში წარუდგინოს კონტი ჯგუფის ჩანაცვლების გეგმა.

“ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას. ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.
სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.
ამდენად, მოვუწოდებთ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე,”-ნათქავმია განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მსხვილმა ამერიკულმა აქციონერმა დატოვა

მიზეზად პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები სახელდება, რომლის ფარგლებშიც მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება.

 

magti 5g