LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი: თეა წულუკიანი

85
წულუკიანი

სხვადასხვა სპორტის ფედერაციების წარმომადგენლები ითხოვენ, სპორტი კულტურის სამინისტროს გამოეყოს.

ფედერაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ვერ ამყარებენ სათანადო კომუნიკაციას კულტურისა და სპორტის მინისტრთან თეა წულუკიანთან, რაც პრობლემებს უქმნით.

აღნიშნულს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ „სამინისტროს გუნდი სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად მუშაობს და ვისაც არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“.

„სპორტის გამოყოფას კულტურის სამინისტროსგან – ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა და არა რომელიმე ერთი კონკრეტული მინისტრი. მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულებით, კონკრეტული მინისტრი, ჩემ თავზე ვსაუბრობ ამ მომენტში, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად. არის მოწოდებული ხელშეწყობისკენ თითოეული სპორტსმენის, ადამიანის, ახალგაზრდების. ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g