LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგო აქციებს მიანმარში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

85
FORTUNA.GE- (3)

მსოფლიო გმობს მიანმარის ახალი მთავრობის ძალადობრივ ქმედებებს, თავად ქვეყნის ახალი ხელისუფლება კი აგრძელებს ძალის დემონსტირებას.

მიანმარში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი

მიანმარში, საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა – ბოლო მონაცემებით, მოკლულია 18 მშვიდობიანი მოქალაქე.

შეიარაღებულმა ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი გამოიყენეს. აქტივისტებმა საპროტესტო გამოსვლები მოაწყვეს სამ ქალქში – იანგონში, ტავოისა და მანდალაიში. აქციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზითსა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

 

 

უკვე ერთი თვეა, მიანმარის მოსახლეობა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს.

სამხედროებმა პირველ თებერვალს მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, ასევე პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოცხადეს.

ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, ხელისუფლება სამხედრო ძალების მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინგს გადაეცა.

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მმართველმა რეჟიმმა საზოგადოების გასაკონტროლებლად სხვადასხვა გზას მიმართა, მათ შორის დაბლოკა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალება და განმარტა, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში “სტაბილურობის” შენარჩუნების მიზნით მიიღო.

მიანმარში “ფეისბუქი” დაბლოკეს

მსოფლიო ლიდერები გმობენ მიანმარში განვითარებულ მოვლენებს, რეჟიმი მკაცრად გააკრიტიკა გაერომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის, გუშინ კი ასევე გაეროში შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ხელმძღვანელობს და რომელიც შეისწავლის მიმდინარე პროცესებს.

 

 

magti 5g