LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიანმარში “ფეისბუქი” დაბლოკეს

116
FORTUNA.GE- (4)

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მმართველი რეჟიმი საზოგადოების გასაკონტროლებლად სხვადასხვა გზას მიმართავს – სამხედროებმა ახლა უკვე სოციალური ქსელი “ფეისბუქი” დაბლოკეს. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში “სტაბილურობის” შენარჩუნების მიზნით მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს “ფეისბუქის” წარმომადგენლებმაც. ადმინისტრაცია მოუწოდებს მიანმარის სამხედრო რეჟიმს, აღადგინონ ქვეყანაში ქსელზე წვდომა, რადგან ის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის, ერთადერთი საშუალებაა მიიღონ ინფორმაცია და ეკონტაქტონ ახლობლებს.

შეგახსენებთ, მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა.

სამხედროებმა დააკავეს მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, ასევე პრეზიდენტი და ასევე სხვა პოლიტიკური ლიდერები.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლით გამოცხადდა.

ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, ხელისუფლება სამხედრო ძალების მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინგს გადაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g