LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა

365
სამხედრო მოსამსახურეებმა საქველმოქმედო მარათონში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა, დიპლომატიური კორპუსის, მოხალისე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლისის ტბაზე გამართულ „დაჭრილი მებრძოლების საქველმოქმედო გარბენში“ მიიღეს მონაწილეობა. მათ სამი სხვადასხვა დისტანცია – 3კმ-იანი სახალისო გარბენი, საშუალო – 5 კმ-იანი და რთული – 13 კმ-იანი დისტანცია დაფარეს. ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამარჯვებულებს მედლები და სერტიფიკატები გადასცეს. მარათონის მონაწილეებს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან“ სამახსოვრო სამაჯურებიც გადაეცათ.

მარათონი მუსიკალურად თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა.

საქველმოქმედო ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება. საქველმოქმედო მარათონის შედეგად შეგროვებული თანხები სრულად გადაირიცხება დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g