LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ნაწილებში პროექტი – “ცოცხალი წიგნები ჯარში” განხორციელდება

151

კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრში, დღეს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილებში კულტურის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდება გრძელვადიანი პროექტი “ცოცხალი წიგნები ჯარში”.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრებიან და ჯარისკაცებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ.

პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართება. სამხედროებს ესტუმრებიან: კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, დათო ყანჩაშვილი, გიორგი არაბული, სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, თამარ ფხაკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, მარიამ წიკლაური და პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთევან დუმბაძე.

“ცოცხალი წიგნები” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სამხედრო ნაწილებში თანამედროვე მწერლების სტუმრობასა და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო 120-ზე მეტი შეხვედრა, გაიმართა პოეზიის საღამოები და დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. რეგიონებში ვიზიტის პერიოდში, მწერლებმა აწარმოეს დღიურები და ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა წიგნი “მწერლის დღიურები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g