LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება

112
სამხედრო სავალდებულო სამსახური

სამხედრო ვალდებულების მოხდა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვისთვის აუცილებელი წინაპირობა აღარ იქნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონი ადგენს, თუ ვინ განეკუთვნება საკონტრაქტო-პროფესიულ მოსამსახურეთა კატეგორიას და ვინ შედის კადრის მოსამსახურეთა შემადგენლობაში. მოქმედი კანონის გათვალისწინებით, აღნიშნულ პირებს სავალდებულო სამხედრო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილი უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ ან კადრის სამსახურში მიღებულ იქნენ პირები, რომლებიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებული არიან.

როგორც მთავრობა განმარტავს, შედეგად, მნიშვნელოვნად იზღუდება სამსახურში მიღების მსურველ მოქალაქეთა შრომის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ზიანდება სამსახურის საჯარო ინტერესი პირადი შემადგენლობის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების და მათი კონკურენტულ გარემოში შერჩევა-შევსების თვალსაზრისით. პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტი კი, ასეთ ვალდებულებას ხსნის – განისაზღვრება, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში და კადრის სამსახურში ჩასარიცხად აუცილებელი წინაპირობა პირის მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აღარ იქნება.

magti 5g