სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ საპროტესტო აქციებში სამხედროების მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათ მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებენ.
„სამშვიდობო ძალების ბრიგადის ერთი ჯგუფი უკანონოდ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა. ამ სამხედროების წინააღმდეგ, კანონის შესაბამისად, ყველაზე მკაცრი ზომები გატარდება, ვინაიდან კანონის შესაბამისად შეიარაღებული ძალების მოსამსახურეები შეზღუდულები არიან ნებისმიერ შეკრებებში მონაწილეობის უფლებებში“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული ქმედება ასევე წარმოადგენს სამხედრო ნაწილის შინაგანაწესის დარღვევას.
დღეს სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სამხედროებიც შეუერთდნენ.