LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს – შს მინისტრის მოადგილე

115

“სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერი არ არის, ტყუილია,” – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ნუცუბიძეზე გასულ კვირას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩანაწერებში ასახულია ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ ჩანს დაკავების მომენტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას, ეს გამოძიების საქმეა. ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არის, ტყუილია. ჩვენ თვითონ მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. მჭიდროდ ვთანამშრომობთ პროკურატურასთან და ყველა ჩანაწერი, რაც კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა გამოძიებას. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა მან გასცეს პასუხი. მე არ ვიცი გამოძიების შედეგები, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ინფორმაციაა მიწოდებული. სანამ არ გვეცოდინება, თუ რითი გარდაიცვალა ეს ადამიანი, ბრალდებებზე პოლიციის მისამართით ან რაღაც დეტალებზე და შეფასებებზე საუბარი ნაადრევია,“ – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა პროკლურატურამაც, სადაც აღნიშნულია, რომ პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერებზე მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი დაფიქსირებული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g