LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეაში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

118
გამოფენა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეაში, ილსანში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში Korea International Tourism Show მიიღო მონაწილეობა. საქართველო გამოფენაზე კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით წარდგა.

Korea International Tourism Show-ზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საქართველოს ტურისტული პროდუქტების გაცნობის საშუალება ჰქონდათ.

გამოფენის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს კორეის ტურიზმის ორგანიზაციის (KTO) აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან კანგ იუ იუნგთან და ტურისტული კომპანიის Hanjin travel-ის ხელმძღვანელებთან.

Korea International Tourism Show-ს 50 ათასი სტუმარი ეწვია. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.