LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამხრეთ კორეის განცხადებით, ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

71
1

სამხრეთ კორეის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების წყვილი გამოსცადა.

მართალია, განცხადებას ოფიციალური ფხენიანი ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა აღმოსავლეთის ზღვაში 2 ბალისტიკური რაკეტის გაშვებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელები ადასტურებენ.

ფაქტს ასევე ადასტურებს იაპონიის სანაპირო დაცვაც.

იაპონიის პრემიერმა სატესტო გაშვებას “აღმაშფოთებელი” უწოდა და თქვა, რომ ეს საფრთხეს უქმნის  მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ეს უკვე მეორე გამოცდაა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან.

რამდენიმე დღის წინ ქვეყანამ შორ დისტანციაზე მოძრავი საკრუიზო რაკეტა გამოსცადა, რომლის აღჭურვა – ექსპერტების ინფორმაციით – ასევე შესაძლებელია ბირთვული ქობინებით.

უცნობია, ზუსტად რა ტერიტორიისთვის იყო განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტები, უცნობია მათი ფრენის მანძილიც, თუმცა სამხრეთ კორეის შტაბის უფროსმა თქვა, რომ მისი სამხედრო ძალები ინარჩუნებენ “სრული მზადყოფნის პოზიციას აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობით”.

ბალისტიკური რაკეტების გამოცდა ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციებს, რომლებიც შექმნილია ჩრდილოეთის მხრიდან ბირთვული საქმიანობის შესაჩერებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g