LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისტორიულად არ მიეკუთვნებოდნენ საქართველოს“ – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება შალვა პაპუაშვილს პასუხობს

295
Untitled design (7)

რუსული მედიის TASS-ის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ისტორიულად არ მიეკუთვნებოდნენ საქართველოს“.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკები – ის ქვეყნებია, რომელთა ერებმაც სისხლი გაიღეს საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობების დამყარების უფლების მისაღებად”.

ცნობისათვის, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ნაწილის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ოკუპაციით, ასევე უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს”.

magti 5g