LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის ოკუპირებული ნაწილი, ეს არის საქართველოს ტერიტორია” – აშშ ელჩი ეუთო-ში

216
Annotation-2020-04-24-100104

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს გილმორმა ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ არავითარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორია. მან მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცებაში დაადანაშაულა.

“გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს. ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი. ეს ტერიტორია საქართველოს ტერიტორიაა. გაკეთდა კომენტარი სამხრეთ ოსეთის საზღვართან გადასასვლელად. სამხრეთ ოსეთთან საზღვარი არ არის. ეს არის მთელი საქართველოს ტერიტორია” – განაცხადა ჯეიმს გილმორმა.

ელჩმა ასევე კომენტარი გააკეთა ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ საკითხებზე და განმარტა, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ დეზინფორმაციიულ კამპანიას ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.

“მოსკოვი კიდევ ერთხელ ავრცელებს ტყუილს საქართველოში მაღალკვალიფიციური სამეცნიერო ინსტიტუტის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შესახებ, ამჯერად მიმდინარე და სერიოზული პანდემიის დროს ისინი აკეთებენ ამ საქმეს” – აცხადებს ელჩი.

ჯეიმს გილმორი აცხადებს, რომ სწორედ ლუგარის ლაბორატორიამ შეუწყო ხელი პანდემიის დროს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. მან საბჭოს მოუწოდა მოსკოვის ბრალდებები არ განიხილონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები