LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამმა მოქალაქემ სახელმწიფოს კუთვნილი 1 132 783 ლარი მიითვისა – დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

115
დაკავება ფინანსთა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, დააკავეს სამი პირი, რომლებმაც სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის – „დანერგე მომავალი“ ხუთი ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მიისაკუთრეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად.

„ხსენებული თანხა, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან – 700 758 ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება, თუმცა კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ 617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1 132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.

ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

 

 

magti 5g