სუპერმოდელის, ქეით მოსის 18 წლის დამ, ლოტი მოსმა კონტრაქტი გააფორმა ნიუ-იორკულ ბრენდ Botkier-თან. ეს უკანასკნელი ჩანთების წარმოებითაა ცნობილი. ფოტოები პირველი სარეკლამო კამპანიიდან უკვე გმოჩნდა ინტერნეტში.
შეგახსენებთ, რომ კარიერა ლოტიმ 2014 წელს დაიწყო და პირველად Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა, ამას მოჰყვა გადაღებები ჟურნალ Teen Vogue-ისთვის, ფოტოსესია Red Valentino-სთვის და მონაწილეობა პარიზის მოდის კვირეულში ჯიჯი ჰადიდთან და ჯორჯია მეი ჯაგერთან ერთად. ლოლი მოსის სიმაღლე 165 სმ-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო პოდიუმების დასაპყრობად მას პარამეტრები არ უწყობს ხელს.