LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

72

”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, ”თიბისი დაზღვევას” სიახლე აქვს, რომლის თანახმად სამოგზაურო დაზღვევის შეძენა პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი.

როგორც ”თიბისი ბანკის” მიერ გავრცელეულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეიდან, მოქალაქეს შეუძლია პირადობის მოწმობის ან პასპორტის ფოტო გადაიღოს და ”ფეისბუქ” მესენჯერის საშუალებით გაუგზავნოს ”თიბისი დაზღვევის” ბი ბოტს, შესაბამისად სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას პირადი მონაცემების აკრეფვა აღარ იქნება საჭირო.

ბი ბოტის მთავარი მიზანი დაზღვევის ონლაინ შეძენის გამარტივებაა. პროგრამა, რომლის შექმნაზეც ქართულმა სააგენტო პულსარმა იმუშავა, პირდაპირ ”ფეისბუქ” მესენჯერიდან იძებნება. 6 თვის განმავლობაში ბი ბოტით უკვე 20 000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და ეს რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ”თიბისი დაზღვევა” მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მომავალშიც გააგრძელებს ბი ბოტის შესაძლებლობების განვითარებას და ბევრი სხვა სიახლის შეთავაზებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g