LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვაკანსიას აცხადებს – ანაზღაურება 2300 ლარი

177
vakansiaTbilisisaxelmwifosamedicinounversitetSi-5b4eff73c45c0

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვაკანსიას აცხადებს. სააგენტოს ინფორმაციით, უწყება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის სპეციალისტს (სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხარისხის მართვის დეპარტამენტი) ეძებს. ანაზღაურება: 2300 ლარი. განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 12.05.2021

ფუნქციები

– სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, განვითარება და მისი ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

– ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შიდა უწყებრივი დოკუმენტაციის შემუშავება და ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;

– ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;

– ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნების შესრულების, სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ინფრასტრუქტურაში არსებული სისუსტეების მართვა და კოორდინაცია;

– ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;

– ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება;

– ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;

– საავიაციო მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, შეტყობინებების სტატისტიკური ანალიზი, დამუშავება და წლიური ანგარიშის მომზადება, შეტყობინებების მონაცემთა ბაზის წარმოება, შეტყობინების შესახებ მონაცემების გაცვლა სხვა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებასთან;

– ინფორმაციული უსაფრთხოების ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება სააგენტოს თანამშრომლებისთვის;

– სავარაუდო კიბერშეტევის და ამ კიბერშეტევის შედეგების აღმოფხვრის პროცესში შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია;

– საჭიროებისამებრ, ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით აუდიტის დანიშვნის საკითხის დღის წესრიგში დაყენება და შესაბამისი პროცესების ხელშეწყობა / კოორდინირება;

– საჭიროებისამებრ, სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შემავალი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

– ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლება;

– სხვა საქმიანობის განხორციელება, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი და გამომდინარეობს „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის და სააგენტოს დებულების მიზნებიდან.

საკონკურსო მოთხოვნების სანახავად და განაცხადის გასაკეთებლად, ეწვიეთ ბმულს

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები