LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი, ვინც ამას ვერ გაიგებს, 1000-ჯერ გავუმეოროთ: კონსტანტინე გამსახურდია

110
BeFunky-collage

პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღევანდელმა პროცესებმა 1991 წლის მოვლენები გაახსენა.

“რაზეც ქართველობა დღეს დანამდვილებით უნდა შეთანხმდეს, არის ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არის კოშმარი და სასიკვდილო განაჩენი როგორც ქვეყნისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ვინც ამას ვერ გაიგებს, 1000-ჯერ გავუმეოროთ.

მახსენდება 1991 წლის 20-22 დეკემბერი. ბოლო დელეგაცია გადის მთავრობის სასახლიდან პუტჩისტების ბუნაგისკენ. მათ მიაქვთ შეთავაზებათა პაკეტი: ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც დასრულდება ქვეყნის საერთაშორისო აღიარების პროცესი, რომელიც უკვე დაწყებული იყო; მანამდე კოალიციის ფორმატში შეიარაღებული ოპოზიციას რამოდენიმე სამთავრობო პორთველსაც სთავაზობდნენ, ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც მონაწილეობას. (წყარო: ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი, აღნიშნული დელეგაციის წევრი)

სიგუა, რომელმაც ეს ყოველივე ცხადია უკვე იცოდა, აცდევინებს დელეგაციას და ბოლოს შეუთვლის, დაგვიანებულიაო.

კი მაგრამ, რატომ იყო დაგვიანებული? ან რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ სიგუა და მისი დამქაშები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ. მას, ვინც მათ უკან იდგა, განაჩენი ახლადფეხადგმული ქართული სახელმიწფოსთვის უკვე გამოტანილი ჰქონდა.
დიახ, ზვიად გამსახურდია ევროპულ კატეგორიებში მოაზროვნე პოლიტიკოსი იყო. თანაც როდის.”- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g