LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოქმედო გეგმა ცნობილია – რაზე შეთანხმდა ოპოზიციური პარტიების ნაწილი

57
Capture

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ერთობლივ შეხვედრა გამართეს. შეხვედრამდე აღინიშნა, რომ მთავარი თემა პოლიტიკური დევნა იქნებოდა და ასევე, იმსჯელებდნენ, სამომავლო ნაბიჯებზე.

როგორც შეხვედრის შემდეგ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა აღნიშნეს, შეიქმნება გარკვეული საორგანიზაციო შტაბი, იმისთვის, რომ ერთიანი პროტესტი ერთად დააორგანიზონ და ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ.

“ჩვენ შევთანხმდით, ძალიან კოორდინირებულ მოქმედებაზე. დღეს ყველა პოლიტიკოსი დაჭერის მოლოდინშია. ვინმეს თუ ექნება ილუზია, რომ ახალ წელს ან რაიმე სხვა სახის ბარიერებს გამოიყენებენ, რომ მშვიდად ჩაატარონ ეს პროცესები, ეს ნამდვილად ასე არ იქნება. ხვალ მივდივართ მამუკა ხაზარაძის პროცესზე”, – განაცხადა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიტიკურმა ზეწოლამ ოპოზიცია კიდევ უფრო გააერთიანა.

“გადანაწილდა ფუნქციები, ვინ რას ვაკეთებთ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების კუთხით. ასევე, შევიმუშავეთ შიდა საკომუნიკაციო მექანიზმი – რა სიტუაციაში როგორ ვრეაგირებთ”,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ პირადად ის 21 დეკემბრის აქციაზე მივა, თუმცა აღნიშნავს, რომ სხვა პარტიების პოზიციებსა და მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატით აუდიენცია პოლიტიკურ პარტიებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები