LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამოსი, რომელიც მხოლოდ შენ გაცვია – ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი BY SOLO გამოჩნდა

2707
1

BY SOLO- ასე ჰქვია სამოსის ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც ორმა მეგობარმა: მაკო ჭეიშვილმა და ნატო დოხნაძე-ნინუამ შექმნეს. ბრენდი ბაზარზე, დაახლოებით, 3 კვირაა გამოჩნდა და მომხმარებლის უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც „ფორტუნას“ BY SOLO-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაკო ჭეიშვილმა განუცხადა, ბრენდი ამ ეტაპზე ჰუდებსა და ქურთუკებზე მუშაობს.

„ჩვენი სამოსი იქმნება უმაღლესი ხარისხის მასალისგან, არის ძალიან კომფორტული და მოდური. რაც მთავარია, ჩვენ მიერ შექმნილი თითოეული ნივთი არის უნიკალური და არ მეორდება. ბრენდის სახელიც სწორედ ამაზე მეტყველებს BY SOLO- ანუ ტანსაცმელი იქმნება მხოლოდ ერთი ადამიანისთვის და მეორეს, ზუსტად მისნაირი, ამ შემთხვევაში ქურთუკი, ან ჰუდი, გამორიცხულია ეცვას“, – აღნიშნა მაკო ჭეიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, BY SOLO-ს უნიკალურობიდან გამომდინარე, ქართული ბრენდით უკვე დაინტერესდნენ მეზობელ ქვეყნებში. მაგალითად, რუსეთიდან BY SOLO-ს უკვე შეკვეთები აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე BY SOLO-ს სამოსის შეძენა მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, BY SOLO-ს ტანსაცმელი წარმოდგენილია მაღაზია „ქართული მოდის ლაბში“ (Geo fashion lab).

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, BY SOLO-ს დამფუძნებლები წარმოების გაფართოებას და სამოსის ახალი, სხვადასხვა ხაზის დამატებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g