LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა სოცმუშაკმა სასამართლო დავა მოიგო: საია

72
191574543-1112088192614970-2890503399556358900-n

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, გუშინ, თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოციალური მუშაკის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო.

როგორც საია-ს განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლომ მოპასუხეს სოციალური მუშაკის სამსახურში აღდგენა დაავალა, ასევე გათავისუფლებიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. 

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის დასაწყისში სოციალური მომსახურების სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზაციის შემდგომ, მეურვეობისა და მზრუნველობის უფლება-მოვალეობები  სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა.

ცვლილებების შესაბამისად, ზრუნვის სააგენტოს, საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ შესაბამის თანამდებობებზე გადაყვანა უნდა უზრუნველყო. მიუხედავად ამისა, სოციალური მუშაკი სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით დაუსაბუთებლად გაათავისუფლეს“, – ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ  გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, საია-ს ცნობით, 2020 წლის 31 იანვარს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან უკანონოდ გაათავისუფლა სოციალური მუშაკი, რომელიც ,,,სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ წევრია. სოცმუშაკის უფლებებს საია იცავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები