Jaguar Land Rover–ის თანამშრომელმა სამსახური 808–ჯერ გააცდინა, რის შემდეგაც ის გაათავისუფლეს. თუმცა, მამაკაცს ფარ–ხმალი არ დაუყრია, ავტოგიგანტს სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო კიდეც.
ვინ რამბოლდი ავტოკონცერნში მთელი 20 წელი მუშაობდა და ავტომობილების აწყობით იყო დაკავებული. ამ დროის განმავლობაში მან სამსახური 808–ჯერ გააცდინა და დროებითი უმუშევრობისთვის დახმარება – 95,8 ათასი ფუნტი სტერლინგიც აიღო.
სამსახურის გაცდენას ბრიტანელი ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა – ჯანმრთელობის პრობლემები, სამსახურეობრივი ტრავმა და ასევე თითქოს მას მძარცველები დაესხნენ თავს და დასტრესილმა ვეღარ იმუშავა.
Jaguar–ის პროექტების მენეჯერმა იონ კარტერმა, თანამშრომელთა დასწრების შემოწმების შემდეგ, ვინის საქციელი კომპანიის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ გაცდენილი სმენების დიდი ნაწილი ბოლო 2–3 წელზე მოდის, მანამდე მამაკაცი სამსახურში პატიოსნად დადიოდა.
სამსახურის დაკარგვის შემდეგ ბრიტანელმა სასამართლოს მიმართა და ადვილად დაამტკიცა, რომ ის სრულიად უსამართლოდ იყო გათავისუფლებული. საქმე ისაა, რომ სამსახურიდან გაშვებამდე ავტომწარმოებელმა დასაქმებულს არანაირი გაფრთხილება არ მისცა და პირდაპირ უკიდურესი სანქცია გამოიყენა. ეს კი ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია.
რამბოლდი Jaguar–ისგან საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს და თანხა მას 2021 წლის ბოლომდე უნდა ჩაერიცხოს.