LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო და სარემონტო მასალები 50%-ით გაიაფდა

616

სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი ”კუბიკი” მომხმარებელს საახალწლო აქციას სთავაზობს. 10 დეკემბრიდან მარკეტში წარმოდგენილ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლება დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” ”კუბიკიდან” აცნობეს, ფასდაკლების აქცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ეხება ყველა სახის პროდუქტს: სამშენებლო მასალებს, გათბობა-სანტექნიკას, სააბაზანე ავეჯსა და აქსესუარებს, კარებს, ასევე სამშენებლო-სარემონტო ტექნიკას.

ამასთან, როგორც მარკეტში აღნიშნეს, 2017 წლიდან ” კუბიკი” მრავალ სიახლესა და სიურპრიზ შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებელს. იგეგმება ადგილობრივი წარმოების დაწყებაც.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ”კუბიკში” წარმოდგენილია 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი (საღებავი, გათბობის სისტემა, კერმიკული ფილა, საშხაპე სისტემები, ონკანები, ლამინატის იატაკი, შპალერი, კარები, ელექტრო ხელსაწყოები და სხვა მრავალი სარემონტო მასალა). წარმოდგენილი პროდუქციის იმპორტი ხორციელდება შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, ასევე თურქეთი, ირანი და ჩინეთი. ამასთან, ”კუბიკის” სამომავლო გეგემებში შედის გასაყიდი მასალების იმპორტი სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც.

ცნობისთვის, სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი “კუბიკი” გაიხსნა 2010 წელს, “ისნის სავაჭრო ცენტრი”-ს სახელით და 2016 წლამდე ფუნქციონირებდა. 2016 წელს კომპანიაში განხორციელდა რებრენდინგი და მას შემდეგ ოპერირებს როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების მარკეტი ” კუბიკი”. მარკეტი განთავსებული ისნის ბაზრობის ყოფილ ტერიტორიაზე, შოურუმი წარმოადგენს 2000 მ2, სასაწყობე ფართი კი – 8000 მ2. კომპანია ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ოპერირებს, თუმცა, სხვადასხვა დიდ ქალაქში რეგიონალური დილერები ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g